ყველასათვის კარგად ცნობილმა ავტომწარმოებელმა Dodge_მ ამჟამად სამიზნედ აირჩია ”Road Racing”_ის ენთუზიასტები და გადაწყვიტა მათთვის შეეთავაზებინა მოდელი ”Viper SRT10 ACR-X”, რომელიც Dodge_ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო მოდელის ”Viper”_ის ინოვატორული ვერსიაა და აგრძელებს მის მრავალწლიან ისტორიას.
აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს ”არალეგალური ქუჩური რბოლებისათვის” განკუთვნილ ავტომობილების კატეგორიას. მისი დებიუტი და პირველი რბოლა დაგეგმილია 2010 წლის ივლისში.
”აუდიმ” ინტერნეტით თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, კომპაქტურ ჰეჩბეკ A1-ის ფოტოები და ზოგადი ინფორმაცია გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, კონკურენციას გაუწევს ისეთ სერიოზულსა და პოპულარულ მეტოქეს, როგორიც ”ბეემვეს” რეტრო-სტილის ”მინია”.
სურათები იხილეთ სრულად ნახვაში!!!!! ახალი ავტომობილის გაყიდვები ევროპულ ბაზარზე მაისში დაიწყება, სადაც ის 16 000 ევროდ გაიყიდება. შედარებისთვის, ”მინის” ევროპული ფასი ოდნავ მაღალი - 16 600 ევროა. ეს გარემოება კი ინგოლშტადტელებს იმედს აძლევს, რომ მათი ახალი ავტომობილი ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ”მინია”.