[D.K] RANDU

Thursday, 09.05.2024, 14:59


საიტის მენიუ
კატალოგი
სტატიები
ACURA
ALFA ROMEO
ASTON MARTIN
AUDI
BENTLEY
BMW
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 12
ADMIN SKYPE
TURBO SO
TOP.GE
მთავარი » ფაილები » სტატიები

2010 Dodge Viper SRT10 ACR-X
11.03.2010, 20:18
ჩვენ ვაპირებთ 2010 წელი იყოს განსაკუთრებული ჩვენი კომპანიისათვის და ვგეგმავთ ყველას გაოცებას 2010 წლისათვის სპეციალურად განვითარებული მოდელებით, რომელთა სრული ჩამონათვალი ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე მთელმა მსფლიომ შეიტყო. ერთ-ერთი მათგანია ”Viper SRT10 ACR-X”. მისი მონაცემები მიღებულია მისი წინამორბედის ძირეული განვითარებით და თავსებადია როგორც პროფესიონალ მრბოლელთათვის, ასევე დამწყებთათვისაც. ჩვენ ამ მოდელში შევძელით ერთმანეთთან შეგვეთავსებინა სიმძლავრე და უსაფრთხოება, რასაც მგონი თავი მშვენივრად გავართვით. ეს პროექტი შედეგია ჩვენი SRT (Street and Racing Technology) ჯგუფის მრავალწლიანი შრომისა და პროფესიონალიზმისა. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ”Viper”_ის სარბოლო ტრადიციების გაგრძელებისათვის.”_განაცხადა Dodge_ს პეზიდენტმა რალფ გილლსმა ჟურნალისტებისათვის გამართულ ჯონფერენციაზე.

”Viper”_ის უახლესი მოდელი ACR-X (American Club Racer-X) აღჭურვილია SRT ჯგუფის მიერ დახვეწილი 8,4 ლიტრი მოცულობის V10 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 640 ცხენისძალას (40ცხენისძალით მეტს ვიდრე წინა მოდელი). წონა შემცირებულია 72,5 კილოგრამით სტანდარტულ ”Viper”_თან შედარებით. დამატებითი აეროდინამიკური განვითარება უზრუნველყოფს ავტომობილის გზასთან მოჭიდებას და სტაბილურობას მაღალი სიჩქარით მოსახვევების გავლისას. აღსანიშნავია ისიც, რომ ”Viper SRT10 ACR-X” რიგით მესამეა Dodge_ს მიერ შეზღუდულ ტირაჟით წარმოებულ მოდელთა შორის.

2009 წლის ნოემბერში ჩატარდა ზემოთხსენებული მოდელის ფარული ტესტირება ”Laguna Seca”_ს სარბოლო ტრასაზე. ავტომობილს მართავდა პროფესიონალი მრბოლელი Kuno Wittmer_ი. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ Dodge_მ აღარ დამალა ინფორმაცია და დაგეგმილზე ადრე მოაწყო პრესკონფერენცია. აღმოჩნდა რომ ACR-X_ით სატესტო მანძილის დაფარვა მოხდა სრული 3 წამით უფრო ჩქარა, ვიდრე წინა მოდელით (2009 ACR), რომელიც ”Laguna Seca”_ს რეკორდების ცხრილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილზე იმყოფებოდა.


”Viper SRT10 ACR-X” შექმნილია Viper Racing League, Sports Car Club of America და National Auto Sport Association_ის ივენთებში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარი შედეგები სრულიად მისაღებია Dodge_ს წარმომადგენლობისათვის, ამიტომ შესაძლებელია ამ მოდელის განვითარება დასრულებულად გამოვაცხადოთ. სავარაუდოა, რომ აღარ მოხდება ACR-X_ში ცვლილებები მის წარმოებაში ჩაშვებამდე.[color=red] ”Viper SRT10 ACR-X” გაყიდვაში გამოვა 2010 წლის შემოდგომაზე და მისი ფასი იქნება [/color]$110,000.

კატეგორია: სტატიები | დაამატა: DRIFTING
ნანახია: 890 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email *:
Code *:
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
ძებნა
შესვლის ფორმა
Login:
Password:
001
საათი
შემოსულია
free counters

Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz